საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ ტელეკომპანია „რუსთავის 2"-ის გადაცემა „არჩევანში" სტუმრობისას განაცხადა, რომ რესპუბლიკურ პარტიას მოუწოდებს, კოალიცია „ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში ჩამოყალიბდნენ.
„მე მოვუწოდებ რესპუბლიკურ პარტიას, ჯობს, თვითონ ჩამოყალიბდნენ, თვითონ გაერკვნენ, რა მიმართულება აქვთ დღევანდელ კოალიციასთან და, კიდევ ვიმეორებ, თუ ასეთი ფუნდამენტური განსხვავებები არსებობს მათ შორის, არ შეიძლება ერთ კოალიციაში ყოფნა.
მე ჩემს გადასაწყვეტ თემად არ მიმაჩნია და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამაში აბსოლუტურად არ ერევა, მაგრამ ეს მოსასმენად ძალიან რთულია. ასეთი დებატები შეიძლება მოგვესმინა „ნაციონალურ მოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" შორის, რაც არერთხელ მოგვისმენია. ამომრჩეველშიც სერიოზულ დაბნეულობას გამოიწვევს", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.