logo_geo
eng_logo
ფიქრია ჩიხრაძე: მოვუწოდებ რესპუბლიკურ პარტიას, ჯობს, ჩამოყალიბდნენ!
- +

11 მაისი. 2016. 11:05



საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვლის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძეტელეკომპანია „რუსთავის 2"-ის გადაცემა „არჩევანში" სტუმრობისას განაცხადა, რომ რესპუბლიკურ პარტიას მოუწოდებს, კოალიცია „ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში ჩამოყალიბდნენ.



მე მოვუწოდებ რესპუბლიკურ პარტიას, ჯობს, თვითონ ჩამოყალიბდნენ, თვითონ გაერკვნენ, რა მიმართულება აქვთ დღევანდელ კოალიციასთან და, კიდევ ვიმეორებ, თუ ასეთი ფუნდამენტური განსხვავებები არსებობს მათ შორის, არ შეიძლება ერთ კოალიციაში ყოფნა.

 

მე ჩემს გადასაწყვეტ თემად არ მიმაჩნია და პრეზიდენტის ადმინისრაცია ამაში აბსოლუტურად არ ერევა, მაგრამ ეს მოსასმენად ძალიან რთულია. ასეთი დებატები შეიძლება მოგვესმინა ნაციონალურ მოძრაობასა" და ქართულ ოცნებას" შორის, რაც არერთხელ მოგვისმენია. ამომრჩეველშიც სერიოზულ დაბნეულობას გამოიწვევს", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner