logo_geo
eng_logo
ნანი ბრეგვაძე: მე ბებერი არ უნდა ვიყო.. ჩუმად უნდა წავიდე ამ ქვეყნიდან...
- +

21 აგვისტო. 2018. 03:50

 

 

ის თავის დროზე უკვე აღიარეს ქართული სცენის ყველაზე დიდ ვარსკვლავად, რომანსების უბადლო შემსრულებლად და ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ ქალბატონად..

 

82 წლის ნანი ბრეგვაძე Black Sea Arena-ზე გამართულ კონცერტზე კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შეიძლება ადამიანი ცხოვრების ყველა ეტაპზე მისდევდეს დროს, და რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია.

 

შემოქმედებითი საღამო ერთგვარი მადლიერების გამოხატვა იყო იმ კომპოზიტორების მიმართ რომლებიც ათეულობით წლების განმავლობაში სპეციალურად ნანისთვის წერდნენ სიმღერებს.

 

 

საღამოს მუსიკალურად ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი აფორმებდა ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. სცენაზე ნანი ბრეგვაძის კონცერტების ახლებური ვერსიები იქნა წარმოდგენილი. მომღერალმა დუეტები ნინო ქათამაძესთან, სტეფანე მღებრიშვილთან და ტრადიციულად შვილთან და შვილიშვილთან ეკა მამაძესთან და ნატალია ქუთათელაძესთან ერთად შეასრულა. საღამოში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა "გრემის" მფლობელი ცნობილი მესაყვირე კრის ბოტი.

 

 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნანი ბრეგვაძემ საქართველოში ამ მასშტაბის კონცერტი პირველად გამართა. Black Sea Arena-ზე მომღერლის კონცერტი Check in georgia-ს ფარგლებში გაიმართა, კონცერტს მაყურებელი სრული ანშლაგით დაესწრო.

სცენაზე ნაჩვენები იყო უნიკალური კადრები „რეროსა“ და "ორერას" გასტროლებიდან სხვადასხვა ქვეყანაში, რომლის სოლისტიც ნანი ბრეგვაძე იყო, ამასთანავე ნაჩვენები იყო ფოტოები მომღერლის საოჯახო არქივიდან. კონცერტის მიმდინარეობისას ეკრანზე გადიოდა ნანი ბრეგვაძის ინტერვიუ შვილიშვილთან, ნატალია ქუთათელაძესთან, რომელიც ბებიას განვლლილი წლების, მრავალ ქვეყანაში მისი გასტროლების შესახებ ეკითხებოდა, მსმენელისთვის განსაკუთრებით ემოციური იყო ბოლო შეკითხვა, რომელზე პასუხმაც დარბაზში მსხდომ მაყურებელთან ერთად თავად ნატალია ქუთათელაძეც აატირა:

 

 

- ნანი, იმქვეყნიური ცხოვრების გჯერა?

 

- შეიძლება ზოგს გაუკვირდეს და სულელად ჩამთვალონ ამას რომ ვიტყვი, მაგრამ მჯერა, მგონია რომ ყველა ძვირფასი ადამიანი იქ არის და მე მელოდება.

მაყურებლებისთვის განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა ნანი ბრეგვაძის ფრაზა, რომელმაც დაბაზში არაერთი ადამიანი აატირა „მე ჩუმად უნდა წავიდე ამ ქვეყნიდან, ისე რომ არავინ არ შევაწუხო.. მე ბებერი არ უნდა ვიყო..“ - განაცხადა 82 წლის ლეგენდარულმა მომღერალმა, რომლის ახალგაზრდული აზროვნება და ცხოვრების წესიც მისაბაძი უნდა იყოს ბევრი ახალგაზრდისთვისაც.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner