ატომური დაბომბვიდან 70 წლის შემდეგ პირველად, აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიის ქალაქ ჰიროსიმას ეწვევა. ბარაქ ობამა აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტი გახდება, რომელიც ამ ქალაქს 1945 წლის დაბომბვის შემდეგ ესტუმრება.
აშშ-ის პრეზიდენტი ჰიროსიმაში იაპონიის პრემიერ-მინისტრ სინძო აბესთან ჩავა, შემდეგ კი ვიეტნამს ეწვევა.
მიმდინარე წლის დასაწყისში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ იაპონიაში ვიზიტისას ჟურნალისტებთან იმედი გამოთქვა, რომ ობამა ჰიროსიმას ეწვევა.
„ვფიქრობ, რომ ყველა უნდა ეწვიოს ამ მუზეუმსა და ქალაქს. იმედი მაქვს, რომ ობამა ერთ-ერთი პირველი პირი იქნება, ვინც ჰიროსიმას ინახულებს, თუმცა ძნელია იმის თქმა, ზუსტად როდის მოხდება ეს... " - განაცხადა ჯონ კერიმ.