logo_geo
eng_logo
აშშ-ის პრეზიდენტი, ატომური დაბომბვიდან 70 წლის შემდეგ პირველად, ჰიროსიმას ეწვევა
- +

11 მაისი. 2016. 11:11



ატომური დაბომბვიდან 70 წლის შემდეგ პირველად, აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიის ქალაქ ჰიროსიმას ეწვევა. ბარაქ ობამა აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტი გახდება, რომელიც ამ ქალაქს 1945 წლის დაბომბვის შემდეგ ესტუმრება.



აშშ-ის პრეზიდენტი ჰიროსიმაში იაპონიის პრემიერ-მინისტრ სინძო აბესთან ჩავა, შემდეგ კი ვიეტნამს ეწვევა.



მიმდინარე წლის დასაწყისში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ იაპონიაში ვიზიტისას ჟურნალისტებთან იმედი გამოთქვა, რომ ობამა ჰიროსიმას ეწვევა.



ვფიქრობ, რომ ყველა უნდა ეწვიოს ამ მუზეუმსა და ქალაქს. იმედი მაქვს, რომ ობამა ერთ-ერთი პირველი პირი იქნება, ვინც ჰიროსიმას ინახულებს, თუმცა ძნელია იმის თქმა, ზუსტად როდის მოხდება ეს... " - განაცხადა ჯონ კერიმ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner