logo_geo
eng_logo
ქაბულში, პრეზიდენტის სასახლის მახლობლად რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა
- +

21 აგვისტო. 2018. 11:42

 

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, პრეზიდენტის სასახლის მახლობლად რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა.

 

არსებული ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმა ადგილობრივი დროით 09:00 საათზე დაიწყო, როდესაც ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ყურბან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით სიტყვით გამოდიოდა.

 

რაკეტების სამიზნეს საპრეზიდენტო სასახლე წარმოადგენდა.

 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით ავღანეთში მოქმედ არც ერთ ტერორისტულ ან რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner