logo_geo
eng_logo
„კამერტონი-საქართველო“ გერმანიაში კონცერტებს გამართავს
- +

21 აგვისტო. 2018. 12:16

 

მერვე წელიწადია, რაც გერმანიაში საზოგადოებრივი ორგანიზაციის Eurocon.e.V-ის ეგიდით ფუნქციონირებს მოზარდთა, ახალგაზრდათა მუსიკალური განათლების განვითარების, კულტურის სფეროში თანამშრომლობისა და ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების მხარდამჭერი საერთაშორისო პროექტი „კამერტონი“ (www.kammerton.eu ). Eurocon.e.V-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია ცნობილი გერმანელი საზოგადო მოღვაწე, ქალბატონი ლიუდმილა ფონ ბერგი.

 

პროექტ „კამერტონის“ მიზანია განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოზარდებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, ახალგაზრდა კლასიკური მუსიკოსების საერთაშორისო კარიერის ჩამოყალიბება, მასტერკლასებისა და საკონცერტო გამოსვლების ორგანიზება, სხვადასხვა ქვეყნების ახალგაზრდა მუსიკოსების შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება და განვითარება. პროექტის მხარდამჭერები არიან გოეთეს ინსტიტუტი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბერლინის სენატი და ა.შ.

 

„კამერტონის“ პარტნიორი ქვეყნების რიგს 2011 წელს საქართველოც შეემატა.   „კამერტონი-საქართველოს“ მუსიკალური ხელმძღვანელია პიანისტი კირა ლელაშვილი. სწორედ 2011 წლიდან, რეგულარულად იმართება ქართველი ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებული კამერული შემადგენლობების კონცერტები საქართველოში და საგასტროლო გამოსვლები გერმანიის ქალაქებში. საგულისხმოა, რომ ამ კამერულ ანსამბლებში მონაწილეობენ თბილისის სხვადასხვა სამუსიკო სასწავლებლების მოსწავლეები, თბილისის კონსერვატორიის სტუდენტები. სხვადასხვა წლებში „კამერტონი-საქართველოს“ სახელით გერმანიაში გამართულ კონცერტებში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა მუსიკოსებმა: ირმა გიგანმა, გიორგი ოიკაშვილმა, დავით ჯინჯიხაძემ, სანდრო სიდამონიძემ, ანი გიგაურმა, თათა მახარაძემ, ინალ ჯიოევმა, სენდი ვართანოვმა, სალომე ჟორდანიამ,  ნატა როინიშვილმა, ნოდარ მდივანმა, ლევან უგულავამ, თამარ ტყაბლაძემ, თინათინ კობერიძემ, მარიამ დარჩიაშვილმა.  2014 წელს პროექტის მხარდამჭერთა რიგებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროც შეემატა. პროექტის მხარდამჭერი და ხელშემწყობია ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელიც (დირექტორი - გიორგი ქორქაძე), რომლის ბაზაზე მიმდინარეობს სარეპეტიციო სამუშაოები.

 

პროექტი „კამერტონი“ დიდად უწყობს ხელს ქართული საკომპოზიტორო და საშემსრულებლო სკოლის პროპაგანდას, პოპულარიზაციას საქართველოსა და გერმანიაში, ახალგაზრდების საშემსრულებლო რეპერტუარის გამდიდრებას ქართული და მსოფლიო შედევრებით, ახალგაზრდების საანსამბლო საშემსრულებლო ხელოვნების ხარისხის ამაღლებას, მათ საგასტროლო მოღვაწეობასა და შემოქმედებით წინსვლას.

 

„კამერტონი-საქართველომ“ წლების მანძილზე დაიმკვიდრა მაღალი საერთაშორისო ავტორიტეტი, რასაც მოწმობს გერმანიაში, საქართველოში, სომხეთში გამართული კონცერტები, ერთობლივი შემოქმედებითი ინიციატივები, გამოხმაურებები ქართულ და გერმანულ მედიაში.

 

შარშანდელი ფრიად წარმატებული გასტროლის შემდეგ „კამერტონი-საქართველო“ 2018 წლისთვისაც მიიწვიეს გერმანიის რამდენიმე ქალაქში - ბერლინში, ტელტოვში, ბად-ჰერსფელდში (საერთაშორისო ფესტივალის პროგრამით).

 

წლეულს „კამერტონი-საქართველოს“ შემადგენლობაში არიან თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის სტუდენტები - გიორგი ოიკაშვილი (კლარნეტი), სენდი ვართანოვი (ვიოლინო), ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეები - ილია ლომთათიძე (ფორტეპიანო), ბარბარე როინიშვილი (ვიოლინო). 23 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე „კამერტონი-საქართველო“ გერმანელი მსმენელების წინაშე 4 კონცერტზე წარსდგება მრავალფეროვანი პროგრამებით, რომლებშიც შეტანილია მოცარტის, ვებერის, როსინის, შუბერტის, შოპენის, პაგანინის, ლისტის, ვენიავსკის, რაველის, მასნეს, მილშტეინის, ხაჩატურიანის, ალექსი მაჭავარიანის, სულხან ცინცაძის, ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებებით.

 

 

ლიუდმილა ფონ ბერგი;

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner