logo_geo
eng_logo
ირანის პრეზიდენტი: რატომ არ გვესხმის თავს აშშ? იმიტომ, რომ აცნობიერებს ჩვენს ძალას
- +

21 აგვისტო. 2018. 12:58

 

ირანის პრეზიდენტის ჰასან რუჰანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ვერ ბედავს ირანს თავს დაესხას, ვინაიდან აცნობიერებს ირანის სამხედრო ძალას.

 

„რატომ არ გვესხმის თავს აშშ? იმიტომ, რომ აცნობიერებს ჩვენს ძალას. მათ იციან თუ რა შედეგები მოჰყვება ამას“, - განაცხადა ჰასან რუჰანიმ.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ ირანს სჭირდება მძლავრი თავდაცვითი პოტენციალის განვითარება, რათა მტრულად განწყობილმა სახელმწიფოებმა არ გაანადგურონ.

 

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ვიბრძოლოთ სამხედრო ზესახელმწიფოების წინააღმდეგ, რომლებსაც პრეტენზიები აქვთ ჩვენს ტერიტორიაზე და რესურსებზე. თუ ჩვენ ძლიერები არ ვიქნებით, ჩვენ გაგვანადგურებენ“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner