logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: თურქეთი დიდ შეცდომას უშვებს... აშშ არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებს!
- +

21 აგვისტო. 2018. 15:04

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ აშშ-ს წინააღმდეგ საპასუხო ზომების მიღებით თურქეთი შეცდომას უშვებს.

 

„ძალიან სამწუხაროა, რასაც თურქეთი აკეთებს. ვფიქრობ, ისინი დიდ შეცდომას უშვებენ. აშშ არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

ამავდროულად აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას საერთოდ არ აწუხებს თუ რა გავლენას მოახდენს თურქეთთან ურთიერთობების გაუარესება სხვა ქვეყნებში ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

 

„ეს საკითხი საერთოდ არ მაწუხებს. გაკეთდება ის, რაც გასაკეთებელია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

ბოლო დროს ვაშინგტონსა და ანკარას შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც თურქეთმა უარი განაცხადა ამერიკელი პასტორის ენდრიუ ბრანსონის გათავისუფლებაზე, რომელიც გიულენის ორგანიზაციასთან კავშირშია ეჭვმიტანილი და რომლისთვისაც თურქეთის პროკურატურა 35 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

 

შეგახსენებთ, პროტესტანტი პასტორი ენდრიუ ბრანსონი, რომელიც იზმირის რაიონში ცხოვრობდა, 2017 წელს ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირების ბრალდებით დააკავეს. ამა წლის 7 მაისს ენდრიუ ბრანსონი თურქული სასამართლოს წინაშე წარსდგა და უარყო მისთვის წაყენებული ბრალდებები. 25 ივლისს მას შინაპატიმრობა მიესაჯა.

 

აშშ-ს ხელისუფლება თურქეთისგან ამერიკელი პასტორის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აშშ-მ სანქციები დაუწესა თურქეთის შს და იუსტიციის მინისტრებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner