აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ „CNN"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის წინააღმდეგია. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში ყოფნა აძლიერებს მის როლს მსოფლიო არენაზე.
„ძლიერი და ერთიანი ევროპა ბრიტანეთთან ერთად, ნიშნავს ძლიერ ევროპას და უფრო ძლიერ პარტნიორს", - განაცხადა ჯონ კერიმ.
თუმცა, მისი თქმით, აშშ-ის მთავრობა ბრიტანელი ხალხის სურვილს და 23 ივნისს დაგეგმილ რეფერენდუმის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს სცემს.