logo_geo
eng_logo
რაჭაში ავარიისას სამი ახალგაზრდა დაიღუპა
- +

21 აგვისტო. 2018. 20:54

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

 

ამბროლაური-ჭრებალოს გზაზე, სოფელ სადმელში ახალგაზრდები ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც, ხეს შეეჯახნენ. 20 წლამდე ასაკის სამი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. ავტომობილში მყოფი ორი მგზავრი კი დაშავდა. შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ, სიჩქარის გადაჭარბება გახდა.

 

შსს მომხდარ ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით იძიებს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner