„ბაბუ... ეს ფოტო გორში, 9 მაისსაა გადაღებული.... რაც გნებავთ, ის მიწოდეთ! ნება თქვენია!!!! - წერს ჟურნალისტი ნანა გაგუა სოციალურ ქსელში.
„და მაინც ვიტყვი: არავის არ აქვს უფლება, დაავიწყოს ადამიანს საკუთარი წარსული, ხელი ააღებინოს საკუთარ იდეალებზე, სულიდან ამოგლიჯოს მოგონებები, შეუბღალოს პრივატული განცდები და გაუხუნარი ემოციები .....
არავის, არავის მიმართ, არც ერთ შემთხვევაში არ აქვს ამისი უფლება!!!!!
ბაბუ, იცი, რა გამახსენდა? - „სამწუხაროდ, ჩვენ მხოლოდ წყვილ ჩექმას ვყიდით, ბატონო"... ასე მიმართა ფეხსაცმლის გამყიდველმა ცალფეხა ჯარისკაცს მაღაზიაში.
მაინც არ გვაქვს უფლება, ეჭვი შევიტანოთ მისი ცრემლების გულწრფელობაში! თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, ფაშისტებზე უარესმა ხრუშჩოვმა როგორ მძლავრად აამუშავა დისკრედიტაციის მანქანა სტალინის წინაარმდეგ (რაც დღემდე ინერციით მუშაობს) და დაგვაჯერა კიდეც ყველა ტყუილ-მართალი, მეტად მიმტევებელნი უნდა ვიყოთ ადამიანების, ასეთი მოხუცების მიმართ. და ტელე-ცირკებში არ უნდა ვიგდებდეთ მასხრად!
ბაბუს პატივსაცემად დავდე ეს პოსტი!" - წერს გაგუა.