ლიტერატორი თემურ ქორიძე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შესახებ იგონებდა:
,,არავის იდეალიზიაციას არ ვეწევი, თუნდაც რომელიმე ოპონენტი ყოფილიყავით ზვიად გამსახურდიასი… როდესაც ის პრეზიდენტად ავირჩიეთ და გამოვარკვიეთ, რომ ყველაზე ნაკლები ხელფასი პრეზიდენტებს შორის ჰქონია სომხეთის პრეზიდენტს – 4000 მანეთი მაშინდელი ფულით – და რაღაც სტანდარტზე ჩვენც თავი გამოვიდეთ, ვთხოვე ზვიადს, რაღაც სტანდარტს ჩვენც უნდა დავემორჩილოთ-მეთქი.
ყოველგვარი სიყალბის გარეშე, ბუნებრივად თქვა, ახლახან წიგნები გამოვეცი, ჰონორარი ავიღე და გვყოფნის ეს ოჯახში, არ არის საჭიროო”.