logo_geo
eng_logo
ბაღდადში მომხდარ აფეთქებას 17 ადამიანი ემსხვერპლა
- +

11 მაისი. 2016. 12:55



„BBC"-ის ცნობით, ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ხალხმრავალ ბაზართან აფეთქება მოხდა, შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაშავდა.


გავრცელებული ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო განთავსებული და იგი დილით ადრე, ე.წ. პიკის საათის დროს გააქტიურდა.



მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, თუმცა, ე.წ. ისლამური სახელმწიფო ერაყის დედაქალაქში შიიტებით დასახლებულ უბნებში თავდასხმებს ხშირად ახორციელებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner