ნობილი ინგლისელი ნახევარმცველი, „მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი დევიდ ბექჰემი UEFA-ს პრეზიდენტის სპეციალურ ჯილდოს მიიღებს.
„UEFA-ს პრეზიდენტის პრიზი გადაეცემა განსაკუთრებული მიღწევებისთვის, პროფესიონალიზმისა და სანიმუშო პირადი თვისებებისთვის. 2018 წლის ლაურეატად მე ავირჩიე ბექჰემი – ფეხბურთის მსოფლიოს ელჩის რანგში მიღწევებისთვისა და ჩვენი სპორტის პოპულარიზაციისთვის”, – აღნიშნა UEFA-ს პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა.
როგორც დევიდ ბექჰემმა განაცხადა, UEFA-ს პრეზიდენტის ჯილდოს მიღება დიდი პატივია.
„მთელი კარიერის განმავლობაში ბოლომდე ვიხარჯებოდი და ვცდილობდი, გუნდური სულისკვეთების პრინციპებისთვის არ მეღალატა”, – განაცხადა დევიდ ბექჰემმა.