ავსტრალიაში ხუთი მამაკაცი დააკავეს, რომლებიც ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გაწევრიანებას გეგმავდნენ.
ავსტრალიის პოლიციის განცხადებით, მამაკაცები სირიაში ჩასასვლელად ოკეანის ნავით გადაცურვას გეგმავდნენ.
ხელისუფლებამ დაკავებულების პასპორტები გააუქმა, რომ მათ ქვეყნის დატოვება ვერ შეძლონ.
სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მამაკაცები ავსტრალიიდან ინდონეზიის გავლით ფილიპინებამდე მიღწევას გეგმავდნენ, საიდანაც სირიაში გადასვლას აპირებდნენ.
ავსტრალიური მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის რადიკალი მუსლიმი მქადაგებელი მუსა სერანტონიო, ასევე მისი ძმა ჯუნაიდა ტორნა არიან.
ოფიციალური მონაცემებით, „ისლამური სახელმწიფოს" რიგებში ავსტრალიის 110 მოქალაქე იბრძვის.