logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი მისი ყოფილი ადვოკატის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს არ ეთანხმება
- +

22 აგვისტო. 2018. 20:38

 

 

დონალდ ტრამპი მისი ყოფილი ადვოკატის მიერ დანაშაულის აღიარებას გამოეხმაურა. თეთრი სახლის ლიდერმა სოციალურ ქსელ Twitter-ის საშუალებით განაცხადა, რომ აღნიშნული ფინანსური დარღვევები დანაშაული არ არის.

 

ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა პირმა ბარაქ ობამას წინასაარჩევნო კამპანია ფინანსურ დარღვევებში დაადანაშაულა.

 

„მაიკლ კოენი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით დამნაშავედ ცნეს. თუმცა ეს ფინანსური დარღვევები დანაშაული არ არის. პრეზიდენტ ბარაქ ობამას წინასაარჩევნო კამპანიაში სერიოზულ ფინანსურ დარღვევებს ჰქონდა ადგილი. თუმცა ყველაფერი მარტივად მოგვარდა“,- დაწერა თეთრი სახლის ლიდერმა სოციალურ ქსელ Twitter-ის პირად გვერდზე.

 

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა  წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებში თავი დამნაშავედ ცნო. მაიკლ კოენმა 2016 წელს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ფინანსური დარღვევები, ასევე საგადასახადო და საბანკო გადაცდომები აღიარა. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პირის ყოფილმა ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ის არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით მოქმედებდა.

 

მაიკლ კოენის საქმეზე განაჩენი 12 დეკემბერს გამოცხადდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner