logo_geo
eng_logo
მიშტრაკუენ ამსტერდამსკი: ბორია, შენი მუქარების მე არ მეშინია!
- +

23 აგვისტო. 2018. 02:28

 

 

ამსტერდამში, სიდედრის კალთის ქვეშ გადახვეწილი ბატონი მიშტრაკუენი (ადრე, რატომღაც, საქართველოს პრეზიდენტს რომ უწოდებდნენ) არ ისვენებს - ხან „რუსთავორზე" გამოჰყავთ ზოლებიანი ხალათით, ხან კიდევ თავის „ფეისბუქგვერდზე" წერს დაუჯერებელ ახალ ამბებს... ისეთებს წერს, მარტო თვითონ რომ სჯერა. პრინციპში, მარტო თვითონ არა, მიმდევრებიც ჰყვანან, მაგრამ იმდენნი არა, რომ თავისი რაკუნი რეალობად აქციოს. მისი მოკლე ჭკუით, საქართველოს მოსახლეობა მზადაა, ამ საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძეს გაამარჯვებინოს, სააკაშვილი დააბრუნოს და გულში ჩაიხუტოს. მისი ბოლო ჰალუცინაცია კი ასე გამოიყურება:

 

"ის რომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა უკვე ჩაფლავებულია, ეს ქართული საზოგადოების დიდი ძალისხმევის დამსახურებაა. ახლა ივანიშვილი ისტერიულად ეძებს ვინმე სხვა კანდიდატურას - ხან ვის სთავაზობს, ხან ვის...

ვინც არ უნდა დააყენოს, ის საკუთარ თავზე იწვნევს საზოგადოების ძალას და დამარცხდება!

ახლად წარდგენილი გუბერნატორებიდან, თითქმის ყველა სუსის მიერ წარდგენილი ძალოვნები არიან... რაც ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ ივანიშვილი ემზადება მასობრივი გაყალბებისთვის და ხალხის ნების იგნორირებისთვის. ასევე, ჩემი ჩამოსვლისთვის... გუშინ დაურეკა ჩვენს საერთო ნაცნობს ამერიკაში და მუქარა გადმომცა, რომ არც ვიფიქრო საქართველოში დაბრუნება. ის ჩემი ნაცნობი მას რა სახელითაც იყო რუსეთში ცნობილი, იმ სახელით იცნობს - ბორისად. ასე რომ, ბორია, შენი მუქარების მე არ მეშინია, აუცილებლად გესტუმრები და წნევას გაგიზომავ, მკურნალობას დაგინიშნავ და ხალხიც ყველანაირად მოგხედავს. არ გიშველის გოგაშვილის შეცვლა".

 

ამას ან ვიღაცა მაგრად ატყუებს, ან კიდევ ძაან მაგრად არის შემჯდარი კოკაინზე. შეუძლებელია, ადამიანს ყოფილი პრეზიდენტი ერქვას და ერთბაშად ამდენ სისულელეს წერდეს. ესე იგი, მისი აზრით, ხალხმა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა უკვე ჩააფლავა (?!), ბიძინა ივანიშვილი მასობრივი გაყალბებისთვის ემზადება (?!) და ამავე დროს ეძებს სხვა კანდიდატურას. თუ გაყალბებისთვის ემზადება, მაშინ რაღაში სჭირდება სხვა კანდიდატურა? თურმე ბიძინას ერთი საერთო ნაცნობისთვის დაუბარებია - მიხავ, საქართველოში ჩამოსვლაზე არც კი იოცნებოო... თუმცა მაინც ჩამოვალ, წნევას გაგიზომავ და მკურნალობასაც დაგინიშნავო, - პასუხობს ამსდერდამსკი. ისე, რაღა დაგიმალოთ და... პირველად მესმის, ავადმყოფი სხვას წნევას უზომავდეს და მკურნალობას უნიშნავდეს. სასაცილოა პირდაპირ, სასაცილო... იცით, ახლა ეს ლილაგახუნებული რას ცდილობს? ოქტომბერში მისი "შტაბკვარწირა" მართლა ჩაფლავდება და მერე დაიწყებს, ივანიშვილმა არჩევნები გააყალბა, ჩემი სიკვდილი უნდაო. ნეტა ვის დაჰკარგვიხარ, ბატონო მიხავ, ან შენი გაბეყილი ღრიღოლი ვის რა ფეხებად უნდა?!

 

გელა ზედელაშვილი

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner