logo_geo
eng_logo
ბაღდადში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა
- +

11 მაისი. 2016. 13:58




სააგენტო „Reuters" პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ბაღდადის გარეუბანში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 60-ს აღემატება.


თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.



აფეთქება მადინატ-ეს-სადრის რაიონში  განხორციელდა, სადაც ძირითადად შიიტები ცხოვრობენ. აფეთქება ბაზრის შესასვლელთან მოხდა.




 





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner