სააგენტო „Reuters" პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ბაღდადის გარეუბანში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 60-ს აღემატება.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
აფეთქება მადინატ-ეს-სადრის რაიონში განხორციელდა, სადაც ძირითადად შიიტები ცხოვრობენ. აფეთქება ბაზრის შესასვლელთან მოხდა.