logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: საქართველო გახდება NATO-ს წევრი!
- +

11 მაისი. 2016. 14:21



"საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი!" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა და აქვე დასძინა, რომ ამისთვის არაერთმა ქართველმა ჯარისკაცმა, არაერთმა პოლიტიკოსმა, ისევე როგორც მთელმა ქართულმა საზოგადოებამ მტკიცე და თამამი ნაბიჯები გადადგა.


საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ სამხედროებს, ასევე პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს მიმართა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.


ამასთან, პრეზიდენტმა სამშვიდობო მისიების დროს საქართველოს წვლილსა და დამსახურებაზეც ისაუბრა.

 

"დღეს ერთმანეთის გვერდით დგანან ჯარისკაცები, რომელთაც თავისი ღირსებით, თავისი შემართებით, თავისი ბრძოლისუნარიანობით ასახელეს თავისი სამშობლო სხვადასხვა საბრძოლო ოპერაციების დროს. ესენი არიან ქართველი, შეერთებული შტატების და გაერთიანებული სამეფოს ჯარისკაცები. დღეს ეს ადამიანები სწორედაც რომ ღირსეული თანამებრძოლების სახით დგანან ქართულ მიწაზე," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


ქვეყნის პრეზიდენტმა პატნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს ინგლისურ ენაზეც მიმართა და აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებიან იმ მიწაზე, რომლის თითოეული მტკაველიც, საუკუნეების განმავლობაში ქართველების დაცვის ქვეშ იმყოფებოდა.


"ჩვენ ვთქვით, რომ მეტი საქართველო იქნება ნატო-ში და მეტი ნატო იქნება საქართველოში და ამას ჩვენ ვახორციელებთ, როგორც საერთაშორისო მისიებში, ასევე უკვე ჩვენს მშობლიურ ტერიტორიაზე. საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. გახდება იმიტომ, რომ ამისთვის არაერთმა ქართველმა ჯარისკაცმა, არაერთმა პოლიტიკოსმა, ისევე როგორც მთელმა ქართულმა საზოგადოებამ მტკიცე და თამამი ნაბიჯები გადადგა. გახდება იმიტომ რომ ჩვენ ერთად ვდგავართ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად. გახდება იმიტომ რომ ასეა საჭირო უფრო სტაბილური მსოფლიოსთვის," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


ვაზიანში სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016" სწავლებაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.


ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამხედრო მოქმედებების დროს დაღუპულთა ხსოვნას.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner