logo_geo
eng_logo
სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად ანაზღაურდება
- +

23 აგვისტო. 2018. 20:55

 

„აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პროექტების მართვის სააგენტოში განაცხადეს.

 

სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ბენეფიციარების მიწის ნაკვეთებზე ზარალის დათვლა მიმდინარეობს, რის შემდეგაც, ზიანის ანაზღაურება დადგენილი წესით მოხდება.

 

მათივე თქმით, თელავისა და ახმეტის რაიონებში სტიქიის შემდეგ, სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიაში, ორი დღის განმავლობაში, 800-მდე შეტყობინება დაფიქსირდა.

 

„მიმდინარე წელს, აგროდაზღვევის პროექტში სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პოლისის შესყიდვაზე თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50%-ია. აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში არაუმეტეს 30 ჰა) ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე ნებისმიერ ბენეფიციარს, რომელიც ფლობს მაგალითად 30 ან 100 ჰექტარს, შეუძლია 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება“, – აცხადებენ პროექტების მართვის სააგენტოში.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner