ძმებ ბერძენიშვილებსა და დავით უსუფაშვილს შორის დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.
„ძალიან სანდო წყარო ჰყავთ და მერე - წყაროს პატრონი...
აქედან თუ არა, იქიდან მაინც ვცდიო, ვინც ფიქრობს - ნუ იღლით თავს!" - წერს სამნიძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
სააგენტოს ცნობით, რამდენიმე დღის წინ, რესპუბლიკური პარტიის მთავარ კომიტეტზე ერთმანეთს ძმები ბერძენიშვილები და დავით უსუფაშვილი დაუპირისპირდნენ. ქართულ-ამერიკულ ერთობლივ წვრთნებთან დაკავშირებით თამაზ მეჭიაურის პირველ განცხადებასთან დაკავშირებით ბერძენიშვილებმა პარტიას მთავრობაში მინისტრების პორტფელების დატოვება, უსუფაშვილს კი პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგომა მოსთხოვეს, რაზეც უსუფაშვილი წინააღმდეგი წავიდა.