logo_geo
eng_logo
„ერთ-ერთ მგზავრი, რომელიც გარდაიცვალა, ჩვენს ეზოში გადმოვარდა“ - რას ჰყვება ონისე ონიანი რაჭაში მომხდარ ავარიაზე
- +

23 აგვისტო. 2018. 22:37

 

რა­ჭა­ში, სო­ფელ სად­მელ­ში მომ­ხდა­რ სა­ზა­რელ ავა­რი­ას სამი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერპლა. შემ­თხვე­ვა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ მოხ­და. მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი ჯერ ბორდიურ­ზე ავარ­და, შემ­დეგ კი ღო­ბეს და­ე­ჯა­ხა და ამის შემ­დეგ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ეზო­სთან, კაკ­ლის ხეს შე­ე­ჯა­ხა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინფორმაციით, შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­და­იც­ვალ­ნენ ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი და 2 მგზავ­რი. ასე­ვე და­შა­ვე­ბუ­ლია ორი პირი.  ავა­რია მსა­ხი­ობ ონი­სე ონი­­ნის სახ­ლთან მოხ­და. იგი სო­ფელ სად­მელ­ში დასასვენებლად იმ­ყო­ფე­ბა და ავა­რი­ას თა­ვა­დაც შეესწრო. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მან Ambebi.ge-ს უამ­ბო:

 

- ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ სად­მელ­ში მაქვს სახ­ლი, სწო­რედ იქ მოხ­და ავტოსაგ­ზაო შემ­თხვე­ვა. ჩვენც სა­სა­უ­წლებ­რი­ვად გა­დავ­რჩით. ეზო­ში ვის­ხე­დით, ფან­ჩა­ტურ­ში, როცა ჩვენს სახ­ლთან მო­მა­ვალ ავ­ტო­მო­ბილს სა­ბუ­რა­ვი გა­უს­კდა და ტრა­გე­დია მოხ­და. დაახლოებით 15 მეტ­რის და­შო­რე­ბით ვის­ხე­დით. მან­ქა­ნა­ში სულ 6 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, გვერ­დზე სოფ­ლის მცხოვ­რებ­ლე­ბი იყ­ვნენ. აქე­დან სამი და­ი­ღუ­პა.

 

- თქვენს ეზო­ში შე­მო­ვარ­და მან­ქა­ნა?

 

- ჩვენს ეზო­ში არ შე­მო­ვარ­დნი­ლა, ხეს და­ე­ჯა­ხა.... ამ ხემ შე­ა­ჩე­რა. თუმ­ცა ერთ-ერთი მგზავ­რი, რო­მე­ლიც ამ ავა­რი­ის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა, ჩვენთან ეზო­ში გად­მო­ვარ­და. სას­წრა­ფოს მოს­ვლამ­დე ყვე­ლა­ფე­რი გავაკეთეთ, ვცა­დეთ მათი გა­დარ­ჩე­ნა, მაგ­რამ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ჩვენც სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ვურ­ჩით სიკ­ვდილს, რის­თვი­საც ღმერ­თს მად­ლო­ბას ვუხ­დი. ფაქ­ტი­უ­რად, ხემ გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა, კარ­გი იქ­ნე­ბო­და იმ მგზავ­რე­ბის გა­დარ­ჩე­ნაც მომ­ხდა­რი­ყო, მაგ­რამ ჩვენ ვცა­დეთ და ეს შეუძლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner