პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მის საარჩევნო კამპანიას არც გოგა ხაინდრავა და არც ლევან გაჩეჩილაძე არ აფინანსებენ.
„მე არ მითქვამს, რომ ხაინდრავა ან გაჩეჩილაძე მაფინანსებს. მკითხეს, რომ თურმე ისინი არიან და მე ვთქვი, რომ თუ ისინი არიან, ძალიან კარგი. მაგრამ ახლახან გაიხსნა ჩემი ფონდი და ერთადერთი დამფინანსებელი, ჯერჯერობით მე ვარ ჩემი პირადი დანაზოგით. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრნი იქნებიან, თუნდაც უბრალო მოსახლეობა, რომელთაც ამის შესაძლებობა გააჩნიათ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, იქნება თუ არა ამ ბიზნესმენებში გაჩეჩილაძე ან ხაინდრავა, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს და ეს მათ თავად უნდა ჰკითხონ.