logo_geo
eng_logo
განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

11 მაისი. 2016. 14:29



ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული რევაზ ნადირაძე დამნაშავედ ცნო  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

 

„სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2015 წლის  15 აგვისტოს, დაახლოებით 02:15 საათზე, ქ. ქობულეთში, კაფე-ბარ  „ტროპიკანკას" მიმდებარე ზღვის სანაპიროზე რევაზ ნადირაძეს  შელაპარაკება მოუვიდა გიორგი ნინიკურთან, რასაც მათ შორის ჩხუბი მოჰყვა.  ჩხუბის დროს რევაზ ნადირაძემ შურისძიების მოტივით, განზრახ მკვლელობის მიზნით გიორგი ნინიკურს ზურგისა და გულმკერდის არეში 8-ჯერ დაარტყა დანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების შედეგად გიორგი ნინიკური გარდაიცვალა. სამართალდამცველების მიერ რევაზ ნადირაძე დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

 

მოსამართლემ რევაზ ნადირაძეს  ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner