logo_geo
eng_logo
გიორგი ახვლედიანი: ეს საშიში განცხადებები დიდ საფრთხეს ატარებს!
- +

11 მაისი. 2016. 14:32


 

„საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარების გადაადგილება და მათი წვრთნა სერიოზულ საფრთხეებს და რისკებს შეიცავს", - ამის შესახებ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა გიორგი ახვლედიანმა NATO-საქართველოს ერთობლივ წვრთნასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.



როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სასაცილოა იმის მტკიცებაც, თითქოს ეს წვრთნები პასუხია რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე. ახვლედიანის თქმით, ასეთი განცხადებები დიდ საფრთხეს ატარებს.

 

„ყველას დაავიწყდა ერთი რამ, საქართველოში არსებობს კონსტიტუციის ნორმა - თუ საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარი გადაადგილდება, ამას სჭირდება პარლამენტის თანხმობა. ეს ტექნიკური საკითხი რატომღაც დაავიწყდა პარლამენტს. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ როდესაც საქართველო დგება სამხედრო თუ სხვა  პრობლემების წინაშე, რატომღაც აღარავინ ჩანს ხოლმე. მხოლოდ მხრებს იჩეჩავენ, აღშფოთდებიან ან შეშფოთდებიან.  საქართველოს ამ დროს მარტოს უწევს, გაუმკლავდეს პრობლემას, რომელსაც აწყდება. სასაცილოა იმის მტკიცებაც, თითქოს ეს წვრთნები არის პასუხი რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე. ეს საშიში განცხადებებია და დიდ საფრთხეს ატარებს. ასეთ ქმედებებს შეუძლია დაძაბოს ურთიერთობები საქართველო-რუსეთს შორის. ვიღაცისთვის ეს მგონი მიზანს წარმოადგენს, რადგან მათი პოლიტიკური ინტერესი, რომელიც დამოკიდებულია დასავლელი პოლიტიკოსების კეთილგანწყობაზე მათდამი, ამ შემთხვევაში რეალიზდება. ამ დროს კი საქართველო ზარალდება", - განაცხადა ახვლედიანმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner