logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი: საქართველოს პირველად ეყოლება NATO-ს მიერ ლიცენზირებული ასეული!
- +

11 მაისი. 2016. 14:35



საქართველოს თავდცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე სწავლების დაწყებამდე განაცხადა, რომ სწავლების „ღირსეული პარტნიორი" დაწყების შემდეგ საქართველოს პირველად ეყოლება ოფიციალურად NATO-ს მიერ ლიცენზირებული ასეული.



თინა ხიდაშელის თქმით, 26 მაისს, „ბრიტანელი და ამერიკელი ბიჭები" იდგებიან ქართველ სამხედროებთან ერთად.


მისივე განმარტებით, უშუალოდ თვითონ, როგორც თავდაცვის მინისტრი, საქართველოს და შეიარაღებულ ძალებს მიმართავს ყველაზე უფრო მაღალი პოდიუმიდან.


მე მინდა მივულოცო მთელ საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ვინაიდან ისტორიული მომენტის მომსწრე ვართ ყველანი - მნიშვნელოვანი და განსხვავებულია ეს სწავლება, ვინაიდან საქართველოში არასოდეს, არცერთ სამხედრო სწავლებაში ამდენ პარტნიორს მონაწილეობა არ მიუღია. ეს არის ყველაზე დიდი სწავლება, რაც კი ოდესმე საქართველოში ჩატარებულა, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამერიკული ტექნიკა და ტანკები არიან სწავლებაში წარმოდგენილი. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს სამხედროებს შესაძლებობა ეძლევათ, აქ, საკუთარ მიწაზე გამოსცადონ და მიიღონ მაღალი პროფესიული გამოცდილება იმ ტექნიკასთან ურთიერთობაში, რომელიც NATO-ში ძალიან ხშირად არის წარმოდგენილი", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.



მისივე თქმით, აღნიშნული სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი ღონისძიებების დროს ჩდება და მყარდება რწმენა რეალური თანამშრომლობისა და პარტნიორობისა, რომელიც საქართველოს NATO-ს წევრ ქვეყნებთან აქვს.



თავდაცვის მინისტრის თქმით, სწორედ ასეთ ვითარებაში იჭედება მეგობრობა და ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია.


11-24 მაისს ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიასა და სამხედრო პოლიგონზე სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016" (Noble Partner 2016) ჩატარდება.


სწავლება ოფიციალურად ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე დღეს გაიხსნა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner