logo_geo
eng_logo
დენის დავითაშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეს აფრთხილებს - „ნაციონალურ მოძრაობას“ განსაზღვრული აქვს, შექმნას დიდი არეულობა!
- +

24 აგვისტო. 2018. 18:45

 

 

პროფესიული განათლების პროფესიული კავშირის თავმჯდომარე დენის დავითაშვილი „პირველთან“ ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის" გეგმებზე საუბრობს და ცესკო-ს თავმჯდომარეს აფრთხილებს.

 

- ბატონო დენის, ცნობილია, რომ თქვენ მიმართეთ წერილით ცესკო-ს თავმჯდომარეს ქალბატონ თამარ ჟვანიას. ამ წერილში თქვენ პრაქტიკულად ამხელთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ადგილობრივი საარჩევნო კომისიების მუშაობის საბოტირებაში. კონკრეტულად რისი თქმა შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით?

 

- მოგახსენებთ, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების მოსამზადებელ ეტაპებზე მე პირადად და ჩვენმა დამკვირვებლებმა შესაბამის საოლქო კომისიებში დავაფიქსირეთ და ვამხილეთ ქ. თბილისში, ქ. ზუგდიდში, ქ. რუსთავში და ქვეყნის ზოგიერთ სხვა რეგიონებში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და დამკვირვებლები, რომლებიც წინასწარ შედგენილი და დაბეჭდილი ერთიანი ტექსტის განცხადებებით ასაჩივრებდნენ ვითომდაც საოლქო საარჩევნო კომისიები თითოეულ საარჩევნო უბანში არჩეულ ექვს პიროვნებას. შემდგომში, არცერთი ბრალდება არ დადასტურდა და აღნიშნული პარტიის და მათი სატელიტების წარმომადგენლები აღარ აგრძელებდნენ გასაჩივრებებს.

 

- თქვენ ახსენეთ წინასწარ შედგენილი ერთიანი ტექსტი, რა წერია ამ ტექსტში, ვინ შეადგინა და რა მიზანს ემსახურებოდა ამ დოკუმენტის არსებობა?

 

- ჯერ კიდევ 1 თვის წინ მათი საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბის ხელმძღვანელი (გ. ვაშაძე) ყოვლად დაუსაბუთებლად აცხადებს მედიის საშუალებით („რუსთავი 2“), აგრეთვე უწყებათა შორის კომისიის სხდომაზე მათი წარმომადგენელი, რომ 73 საარჩევნო ოლქიდან 63-ში საოლქო კომისიის თითო წევრად ცესკო-მ ვითომდაც დანიშნა „ქართული ოცნების“, საოლქო კომისიის ხელმძღვანელების, მხარდამჭერთა ოჯახის წევრები და ა.შ. ჩვენს მოთხოვნაზე ამ განცხადების ავტორმა ვერ წარმოადგინეს დანიშნული კომისიის წევრების ნათესაური კავშირების რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

ამავე თემას მიუძღვნა თავისი ინტერვიუ რამდენიმე დღის წინ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მათ შეისწავლეს 73 საოლქო კომისიებში შერჩეული და კონკურსის წესით დანიშნული საოლქო კომისიის თითო წევრი და დაადგინეს, რომ მათ გააჩნიათ ნათესაური კავშირები.

 

როგორც ზემოთ აღვნიშნე, არც ერთი ეს აბსურდული ბრალდება არ იყო დასაბუთებული. მაგრამ, პარადოქსიც ესაა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტებს არ სჭირდება დასაბუთებული ან არგუმენტირებული პაექრობა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინასწარ შეთხზა დოკუმენტი, რომელიც ნათლად ახდენს ამ ორგანიზაციის ზრახვებს და ნამდვილ მისწრაფებებს!

 

- და რაში მდგომარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ ზრახვები?

 

- ამ დოკუმენტიდან ნათლად ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ განსაზღვრული აქვს ქვეყანაში და საარჩევნო გარემოში შექმნას დიდი არეულობა, შეეცადოს მოახდინოს პარალიზება საოლქო საარჩევნო კომისიების, ცესკო-ს მუშაობაში, აგრეთვე უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაშიც. „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, რომ მათ მიერ დაგეგმილი ქმედებებით ქვეყანაში და საერთაშორისო დამკვირვებლ ორგანიზაციებში, დიპლომატიურ კორპუსისათვის შექმნას შთაბეჭდილება, ვითომ საარჩევნო სისტემაში ფატალური გაყალბებებია და ეჭვი შეიტანონ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების კანონიერებაზე.

 

კატეგორიულად მოვითხოვ ზემოთ ხსენებული დოკუმენტის განხილვას და სათანადო ზომების მიღებას „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მხარდამჭერთა მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნებისათვის და არჩევნების დასრულების შემდეგ საბოლოო შედეგისათვის ჩირქის მოცხობის ასაცილებლად და აგრეთვე აცილებულ იქნას წინასწარ დაგეგმილი ფართო მასშტაბიანი შესაძლო პროვოკაცია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner