ავტორი ალა გრიგალაშვილი
სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას განცხადებით, NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნები საქართველოსთვის სამხედრო თვალსაზრისით საშიშროებას არ წარმოადგენს.
„ეს წვრთნები შინაარსიდან გამომდინარე არ შეიძლება განხილული იყოს შეტევითი, კომბინირებული ტიპის ოპერაციად. შესაბამისად. მესამე მხარის მიმართ ის არ იქნება მიმართული. მას გააჩნია თავდაცვითი ტაქტიკური ამოცანების მიღწევის ელფერი. ბუნებრივია, ასეთი წვრთნების განხორციელება არავითარ საფრთხის ელემენტებს არ შეიცავს. სასაცილოა იმაზე ლაპარაკი, რომ ის რაიმე სახის სამხედრო საშიშროებას შეიცავდეს. ამიტომ ხელისუფლებამ მოსახლეობას უნდა აუხსნას ამ წვრთნების სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა და აუხსნას, რომ ეს საშიშრებას არ წარმოადგენს ქვეყნისთვის", - განაცხადა მაისაიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე.