logo_geo
eng_logo
ზრახვები „ბასიანურად“ - ანუ მოსკოველებს მიესალმებიან მომღერალი ოფოფები!
- +

24 აგვისტო. 2018. 20:23

 

 

შიდა თუ გარე ინტერესების მხარდაჭერით, კლუბ „ბასიანში“ პოლიციის რეიდი (და მერე რა, რომ ყველამ კარგად იცოდა, რას ეწაფებოდნენ და ეწაფებიან ახალგაზრდები და არც თუ ახალგაზრდები ამ ტიპის კლუბებში) ლამის თავისუფლებაზე გალაშქრებად შეფასდა და „ბასიანელებმა“ და მათმა გულშემატკივრებმაც ლამის ფიც-„ელ ეზ დე“ ჭამეს პარლამენტის შენობის წინ, რომ არავის დაუთმობდნენ კაიფის თავისუფლებას!

 

ამასობაში კი, გაირკვა, რომ 15 სექტემბერს ამ ჩვენი „ბასიანის“ რეზიდენტები მოსკოვში Red Bull-ის მუსიკალურ ფესტივალზე დაუკრავენ.

 

რატომ? როგორც ფესტივალის ოფიციალური გვერდი იუწყება, „ბასიანის“ გუნდი მოსკოვში, მის ერთ-ერთ დამფუძნებელთან, ეროლ გელბახიანთან ერთად ჩაფრინდება, რათა ოკუპანტის გულში თბილისური ტექნო-წვეულებების „თავისუფლებისმოყვარე ატმოსფერო გააცოცხლოს“ (ანუ მოგესალმებიან განა მოცეკვავე ოფოფები, მომღერალი „ბასიანელები“).

 

თავად კლუბის მესვეურები გვარწმუნებენ, რომ მოსკოვში იმისთვის მიდიან, რომ პუტინის ოპოზიციურ გარემოში იმღერონ (როგორც ჩანს, ჩვენც „გამოელეზდეებულები“ ვგონივართ). პირადად მე მაშინვე მომხვდა გულზე, რომ რუსული ოკუპაციის ჯინაზე ჯარში წაყვანის და ჯეროვნად გაწრთვნის მოთხოვნის ნაცვლად ახალგაზრდა მამრები (პასპორტით, ყოველ შემთხვევაში) კაიფის თავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა აწ უკვე არც ისაა გამორიცხული, უკან დაბრუნებულებმა მორიგი აქცია იმიტომაც მოაწყონ, რომ რას მიქვიან არ აღიარებთ რუსულ ოკუპაციასო?!

 

ნინო ხაჩიძე

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner