logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: „ნაციონალებს“ აწყობთ დიდი ომი საქართველოში!
- +

11 მაისი. 2016. 15:55



ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი „facebook"-გვერდზე წერს, რომ  „ნაციონალებს" აწყობთ დიდი ომი საქართველოში, რათა 2008 წლის მოვლენები „გააპრავონ" და მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ.



ეს მწარე რეალობაა... ჩვენ შეგვიძლია, თავი მოვიტყუოთ და ვიცხოვროთ მუდმივ გაუგებრობაში: სამწუხაროდ, NATO არის ის ბალახი, ვირს რომ ცხვირწინ დაუკიდებენ ხოლმე და გარბის. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, გვატყუებენ და არც გვატყუებენ, ხან ასე გვითხრეს უარი, ხან - ისე, ხან პირდაპირ, ხან შემოვლით... სინამდვილეში კი ვერც ტერიტორიებს ვიბრუნებთ (პირიქით, ვკარგავთ) და ვერც ცხოვრების დონეს ვიუმჯობესებთ. რუსეთი ოკუპანტია, სხვა აზრი არ არსებობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, უნდა დაველაპარაკოთ და იმდენხანს ველაპარაკოთ, სანამ ჩვენს ტერიტორიებს უკან არ მოგვაყრიან, ოღონდ თავი დაგვანებეთ, აღარც აფხაზეთი გვინდა, აღარც ცხინვალიო. ეს ფუჭი ოცნებაა? მაშინ ისიც ხომ ფუჭი ოცნებაა, რომ NATO რუსეთს რამეს დააბრუნებინებს? თუ ჩვენი ჯარისკაცების გაწვრთნა და სათავისოდ გამოყენება უნდა ვინმეს (უარს არ ვამბობთ, იქით ვიხვეწებით), წაიყვანოს თავის ტერიტორიაზე და გაწვრთნას. არ შეიძლება, ქვეყანა მუდმივად იჯდეს ასაფეთქებლად გამზადებულ ბომბზე. ბოლო დროს უკვე კეთდება პროვოკაციული განცხადებები სამცხე-ჯავახეთთან დაკავშირებით - კიდევ ერთი რეგიონის დაკარგვა და საქართველოს ამბავი დამთავრებულია! ნაციონალებს" აწყობთ დიდი ომი საქართველოში, რათა 2008 წლის მოვლენები გააპრავონ" და მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ. ამ შემთხვევაში რესპუბლიკელებიც" მათთან არიან!

არ დაგავიწყდეთ, თუ საქართველოში უბედურება დატრიალდა, ესენი მაშინვე გაჩნდებიან წითელ ხიდზე, როგორც 2008-ში. არც ერთი არ არის ის კაცი თუ ქალი, მომხვდურს გადაეღობოს! ამათ საკუთარი შვილები უცხოეთში ჰყავთ გახიზნული და თვითონ კიდევ ჩვენი ქვეყნის ბედით თამაშობენ - ამ თამაშით კეთდება მილიონები!

რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ლაპარაკობს ამას, მეჭიაური თუ სხვა ვინმე? ეს მაინც სიმართლეა და თანაც ძალიან მწარე!" - წერს გელა ზედელაშვილი.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner