რუსეთის ცენტრალური ბანკის შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია Telegram-ზე ვრცელდება.
ცენტრალური ბანკის შენობა მოსკოვში მდებარეობს. გავრცელებული ცნობით, ხანძარი მეხუთე სართულზე გაჩნდა. ცნობილია, რომ ხანძარს საშიშროების მეორე დონე მიანიჭეს.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.