logo_geo
eng_logo
თამარ მოლაშვილი: ჯანო ინაძე წარდგენილ იქნას ვახტანგ გორგასლის ორდენზე!
- +

11 მაისი. 2016. 15:55



თამარ მოლაშვილი სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ჯანო ინაძეს იხსენებს და ითხოვს, წარდგენილი იქნას ვახტანგ გორგასლის ორდენზე.



მათთვის, ვინც არ იცნობს, არ უნდა გაიცნოს და არ იცის ნაომარი ჟურნალისტის ფასი. დაამთავრეთ ნაომარი ჟურნალისტების შეურაცხოფა! ჯანო ინაძე.... 20 მაისს ჯანო ინაძეს სამოცდაერთი წელი შეუსრულდებოდა. 57 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა... სამუშაო ადგილი - საქართველოს ტელევიზია, პროფესია - ოპერატორი ხარისხი - უმაღლესი. მასთან ერთად გაკეთებული სიუჟეტის წარმატება - მისი დამსახურება. განსაკუთრებულ პატივს გენო ადამიას მიაგებდა. მასთან მეგობრობდა. მან კარგად იცოდა კადრით მეტყველება. დღეს ამაზე არავინ ფიქრობს. თითოეული კადრი შედევრი იყო. ტექსტის გარეშე შეგეძლო საუკეთესო სიუჟეტი შეგექმნა. მან დატოვა შესანიშნავი არქივი სამაჩაბლოს და აფხაზეთის ომების შესახებ. ბოლოს ერთად კოდორის ხეობაში კობა კობალაძეთან ერთად წავედით. კობა კოდორის ხეობაში დარჩა. ჩვენ თბილისში დავბრუნდით. ჯანო სამხედრო მანქანის კუზაოზე" იჯდა, მე კაბინაში". ბიჭებს კარგად ახსოვთ ეს საშინელი გზა. მგზავრობას მთელი დღე მოვუნდით. ცუდი ამინდი იყო. ამ მგზავრობის შემდეგ ჯანოს ჯანმრთელობა შეერყა. თავს ცუდად გრძნობდა. მეგობრულად გამომიტყდა, რომ შარდის ბუშტის პრობლემა შეექმნა. მასზე წარსულში ვლაპარაკობ. გარდაიცვალა. ქვეყანაში, სადაც ჯანო ინაძეს არავითარი სახელმწიფო ჯილდო არ აქვს, ყველა უარს უნდა ამბობდეს ჩამორიგებულ ღირსებისა თუ გორგასლის ორდენებზე. მათ ამისათვის ვაჟკაცობა არ ეყოფათ. გამოსავალი - ჯანო ინაძე წარდგენილ იქნას ვახტანგ გორგასლის ორდენზე. მე ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ! წავიდა და დატოვა უიშვიათესი მასალა საქართველოს ისტორიისა... სამწუხაროდ, ამ მასალის ფასი ჯერ გაცნობიერებული არ გვაქვს... თავადაც დაუფასებელი გარდაიცვალა... ნათელში იყავი, ჩემო მეგობარო! ჩემი ყველა საეთერო წარმატება შენი დამსახურებაა!" - წერს თამარ მოლაშვილი „facebook"-გვერდზე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner