„აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხრიდან სირიაზე დარტყმის განხორციელებისთვის საბაბი ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული პროვოკაცია უნდა გახდეს“, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიზნით სპარსეთის ყურეში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი The Sullivans, რომელსაც ბორტზე 56 ფრთოსანი რაკეტა აქვს, ხოლო ყატარში მდებარე „ელ-უდეიდის“ ავიაბაზაზე ჩაფრინდა სტრატეგიული ბომბდამშენი В-1В, რომელიც „ჰაერი-ზედაპირის“ ტიპის 24 ფრთოსანი რაკეტითაა აღჭურვილი.