logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: საკუთარ თავს დავტირი, რატომ ავირჩიე „ცარიელი ფაილი“?!
- +

11 მაისი. 2016. 15:57


 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი „facebook"-გვერდის მეშვეობით დეპუტატ თამარ კორძაიას მიმართავს:



ქალბატონო თამარ, ბიძინა ივანიშვილისთვის პოზიციის ჩამოყალიბება მაშინ უნდა მოგეთხოვათ, როცა ქართულმა ოცნებამ" ნაძალადევის რაიონში მაჟორიტარად წარგადგინათ, ანუ წარმოგადგინათ, სადაც მე ვცხოვრობ და აქ ერთხელაც არ გამოჩენილხართ! როგორ და რანაირად გაიმარჯვეთ ნაძალადევში, ეს ყველამ კარგად ვიცით და ამა წლის ოქტომბერში აღარ განმეორდება! სხვათა შორის, პარლამენტის საიტს აქვს ასეთი განყოფილება - დეპუტატის გვერდი", სადაც თქვენი გვარ-სახელის ქვეშ წერია: ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება"... იქვეა მითითებული ხედვა", ანუ დაფიქსირებული უნდა იყოს თქვენი ხედვა და პოზიცია. არ დამეზარა, შევედი... უკაცრავად და, ჩემი ფეხები, გვერდი ცარიელია. ჰოდა, ქალბატონო თამარ, ახლა ვზივარ და საკუთარ თავს დავტირი, რატომ ავირჩიე ცარიელი ფაილი"?!- წერს ზედელაშვილი „facebook"-გვერდზე.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner