logo_geo
eng_logo
შსს-მ თაღლითობის ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფის 3 წევრი დააკავა
- +

25 აგვისტო. 2018. 13:33

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ა. ფ., 1992 წელს დაბადებული მ.ნ. და 1980 წელს დაბადებული კ. ყ. დააკავეს, ხოლო 1986 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მოქალაქეებისა და სხვადასხვა შპს-სგან იჯარის ხელშეკრულებით იქირავეს 6 ავტომობილი, რომლებიც, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ნაწილებად დაშალეს.

 

სამართალდამცველებმა 4 ავტომობილის ნაწილები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დანარჩენი ავტომანქანების ამოღების მიზნით, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება.

 

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner