logo_geo
eng_logo
შოთა გეწაძე: თეორიულად დასაშვებია, რომ მამუკა ახვლედიანის, როგორც მოსამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს
- +

24 თებერვალი. 2016. 00:42


„მამუკა ახვლედიანი საქმეებს არ იხილავდა მაშინ, როცა ამდენი საქმეებია და ასეთი დატვირთულობაა. ის მოსამართლედ რჩება და ვალდებული იქნება, დაწერილი საქმეები განიხილოს."- განაცხადა  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა შოთა გეწაძემ გადაცემაში 2030 მამუკა ახვლედიანის შესახებ საუბრისას.


გეწაძის განცხადებით, მამუკა ახვლედიანი მის მოვალეობას არ ასრულებდა, ხოლო აქტიურობა ორი თვის წინ დაიწყო, რაც ბევრ კითხვას ბადებს.


 

„მისი მოსამართლეობიდან გათავისუფლება საბჭოს კომპეტენცია არ არის. მის მიერ დეკემბრის ბოლოს გაკეთებული განცხადებების საფუძველზე დაწყებულია დისციპლინარული დევნა და თუ საბჭო გადაწყვეტს, რომ ის პასუხისგებაში მიეცეს, საქმე შესასწავლად სადისციპლინო კოლეგიას გადაეცემა, რომელმაც მხარეებს უნდა მოუსმინოს და თუ ადგილი დისციპლინარულ გადაცდომას ჰქონდა, შესაბამისი დისციპლინური სახდელი გამოიყენოს. ანუ, თეორიულად დასაშვებია, მისი, როგორც მოსამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

                                             

მაშინ, როცა სასამართლოსთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვა მიდიოდა, მთელი სასამართლო სისტემა ფეხზე იდგა და პროცესში აქტიურად იყო ჩართული, მამუკა ახვლედიანი არსად გამოჩენილა. წლების განმავლობაში ჩუმად იყო და მისი კრიტიკული პოზიცია არავის გაუგია. გამოჩნდა მხოლოდ 2 თვის წინ. რატომ?! დასკვნა ძალიან მარტივია - საეჭვო მიზნები. სასამართლო სისტემაში ბევრი პრობლემაა, მაგრამ არავითარ უზურპაციას და კლანურ მმართველობას ადგილი არ აქვს. რომელ მისაღებ თუ მიუღებელ კანდიდატებზე საუბრობს ახვლედიანი?! ეს ბოლო პერიოდში დანიშნული მოსამართლეების შეურაცხყოფაა." - აცხადებს შოთა გეწაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner