„ეტყობა, ვიღაცეებს ავტორიტარიზმი და გადაწყვეტილების მიღების უნარი ერთმანეთში
ერევათ", - ამ განცხადებით გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკოსების იმ ნაწილის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელთა შეფასებითაც, პრემიერ-მინისტრს გადაწყვეტილების მიღების უნარი არ აქვს.
„საქართველოს მთავრობას არცერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება არ
შეუყოვნებია და ამის ცხადი მაგალითი არის დღევანდელი დღე და ის, რომ რეგიონში, რომელშიც საქართველო იმყოფება, ეკონომიკური დონის დაღმასვლაა, თუმცა, ეს არ იქნა
ასახული საქართველოს ეკონომიკური განვითარების დინამიკაზე", - განაცხადა კვირიკაშვილმა.