logo_geo
eng_logo
ანგელა მერკელი: გერმანია მზად არის, აზერბაიჯანს და სომხეთს მთიანი ყარაბახის კონფლიქტის დარეგულირებაში დაეხმაროს
- +

25 აგვისტო. 2018. 19:27

 

 

„გერმანია მზად არის, აზერბაიჯანს და სომხეთს მთიანი ყარაბახის კონფლიქტის დარეგულირებაში დაეხმაროს“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განაცხადა.

 

თავის მხრივ, ილჰამ ალიევმა გერმანიის კანცლერის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ანგელა მერკელთან ბაქოს და ბერლინის პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილა.

 

გაფართოვებულ ფორმატში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა პრესკონფერენცია გამართეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner