logo_geo
eng_logo
მერკელს აზერბაიჯანთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერება სურს
- +

25 აგვისტო. 2018. 20:02

 

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ინიციატივაა, გაძლიერდეს აზერბაიჯანთან ეკონომიკური კავშირები. ეს განცხადება მან ბაქოში პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის წინ გააკეთა. 

 

აზერბაიჯანი მერკელის კავკასიური ტურნეს უკანასკნელი ქვეყანაა. მანამდე ის საქართველოსა და სომხეთს ესტუმრა.

 

ერევანში სტუმრობისას მერკელმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ თქვა, რომ მნიშვნელოვანია მისი გადაჭრა მშვიდობიანი გზით და რომ გერმანია მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში.

 

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა შედის ეუთოს ე.წ. მინსკის ჯგუფში, რომლის მიზანია კონფლიქტის მოგვარებისთვის ხელის შეწყობა.

 

„ჩვენ მზად ვართ ვიკისროთ პასუხისმგებლობა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესის ჩარჩოებში“, - განაცხადა მერკელმა.

 

მანამდე გერმანიის კანცლერი სომხეთს საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ 24 აგვისტოს ეწვია. აეროპორტში მას ქვეყნის პრეზიდენტი დახვდა.

 

გერმანია სომხეთის მოქალაქეებს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში დაეხმარება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ერევანში სომხეთის პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner