აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა თავისი მე-2 ფლოტი ოფიციალურად აღადგინა. ეს ნაბიჯი შედეგია აშშ-ის განახლებული ყურადღებისა ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილის მიმართ, სადაც, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რუსეთის შეირაღებული ძალების უპრეცედენტოდ გახშირებული მოქმედებები შეინიშნება.
ცვლილება, რომელიც ძირითადად საორგანიზაციო ხასიათისაა, გულისხმობს აშშ-ის სამხედრო ხომალდების საადმირალო დონის მეთაურობას, რომლებიც მოქმედებენ აშშ-ის აღმოსავლეთი სანაპიროდან ბარენცის ზღვის რეგიონამდე.
ფლოტის განახლება გამოხატულებაა აშშ-ის სამხედრო სტრატეგიაში ახლახან განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებისა. ახლო აღმოსავლეთიდან, სადაც შარშან ძირითადად დაამარცხეს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“, ყურადღება გადადის აშშ-ის მზარდ კონკურენციაზე რუსეთსა და ჩინეთთან.