მოსკოვში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავეს.
ნავალნის პრესმდივნის, კირა იარმიშის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნავალნი მისი სახლის სადარბაზოსთან დააკავეს და ტელეფონი ჩამოართვეს. პოლიტიკოსის დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
აგვისტოს დასაწყისში, ნავალნიმ ქვეყანაში საპენსიო ასაკის გაზრდის წინააღმდეგ აქციები დააანონსა, რომელიც 9 სექტემბერს უნდა გაიმართოს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმის მიერ მიღებული კანონპროექტის თანახმად, მამაკაცების საპენსიო ასაკი 60-დან 65-მდე, ქალების კი, 55-დან 63 წლამდე გაიზრდება.