logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მოქალაქეების მშვიდი ცხოვრება გადის ერთადერთ გზაზე...
- +

11 მაისი. 2016. 16:13


 

„გაიგოს ყველამ, რომ საქართველოს უსაფრთხოება გადის დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე", - ასე პასუხობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მმართველი გუნდის წევრის თამაზ მეჭიაურის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.



როგორც პრემიერი აცხადებს, საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით „აბსოლუტურად უაზრო ვაი-ვიშია ატეხილი".



პოლიტიკური გუნდი, რომელიც ქვეყანას მართავს, მუდმივი ორგანიზმი არ არის, განახლებადია და ამ პროცესში ვიმყოფებით. ყველანაირი ვაი-ვიში, რაც არის ატეხილი, არის აბსოლუტურად უადგილო და ემსახურება მხოლოდ საკუთარი თავის დამკვიდრებას. ამიტომ მე მოვუწოდებდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ აბსოლუტურად უაზრო ვაი-ვიში ატეხა ამ საკითხის გარშემო, შეხედოს ქვეყნის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ქვეყნის საერთაშორისო კურსს და ამ საკითხში არანაირი გადახვევა არ არსებობს. გაიგოს ყველამ, რომ საქართველოს უსაფრთხოება გადის დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე", - აღნიშნავს კვირიკაშვილი.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner