იტალიურ ჟურნალ Vanity Fair-ისთვის მიცემულ ინტერვიუში 51 წლის მსახიობმა ვენსან კასელმა 21 წლის მეუღლეზე, ტინა კუნაკიზე ისაუბრა და სამომავლო გეგმებიც გაამხილა:
„ცოლთან დაშორების შემდეგ გარკვეული პერიოდი მხიარულად ვატარებდი დროს, თუმცა მალე მივხვდი, რომ ძალიან მარტო ვიყავი. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ვინმეს გავიცნობდი და ახალი სიყვარული მეწვეოდა, მაგრამ მალე ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ტინა, რომელიც იმაზე ბევრად პატარა აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან ვვარაუდობდი. სიყვარული მოულოდნელად გვიტევს და ასაკსა და ციფრებს უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ არ ვირჩევთ, ვინ უნდა შეგვიყვარდეს და რა კრიტერიუმები უნდა ჰქონდეს მას. როდესაც ტინას შევხვდი, წარმოდგენა არ მქონდა, რამდენი წლის იყო“, - ასე აღწერა საყვარელი ქალი მსახიობმა.