logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: მთავრობის თავმჯდომარედ თუ არა, ბატების თავმჯდომარედ მაინც დავაბრუნებთ
- +

11 მაისი. 2016. 16:26



ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ ლევან ვარშალომიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ უნდა დაბრუნდეს.



ჰოოო, დიდო სარდალო, ჰოოო... როგორც შენ იტყვი, ყველაფერი იგრე იქნება, მაააშ... რავი, აბა, ეტყობა, ეგრეა საჭირო... მთავრობის თავმჯდომარედ თუ არა, ბატების თავმჯდომარედ მაინც დავაბრუნებთ და სკლინტის მედალსაც დავკიდებთ მკერდზე. შენ არ ინერვიულო, ყველაფერი რიგზე იქნება..." - წერს გელა ზედელაშვილი „facebook"-ზე.



საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო და აჭარის რეგიონალურ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების შემდეგ ლევან ვარშალომიძე უნდა დაბრუნდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ და გააგრძელოს რეგიონის აღმშენებლობის საქმე.

ოდესის გუბერნატორმა 12 წლის წინ აჭარაში განვითარებული მოვლენებიც გაიხსენა.



„დღეს 6 მაისია. 12 წლის წინ ადგილობრივი სეპარატისტი ფეოდალი, თვითგამოცხადებული ავტონომიის მეთაური ასლან აბაშიძე, რუსი გენერლის ნეტკაჩიოვის და ბათუმის რუსული სამხედრო ბაზის მხარდაჭერით ღიად აღარ ემორჩილებოდა საქართველოს ხელისუფლებას; მისმა კერძო არმიამ ნეტკაჩოვის მეთაურობით არ გამატარა უკანონო საბაჟო გამშვებ პუნქტზე ადმინისტრაციულ საზღვართან, მაგრამ აბაშიძე იძულებული გახდა, გაქცეულიყო ბათუმიდან. 6 მაისსვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში შეყვანილ იქნა საქართველოს სამხედრო შენაერთები.

პირველივე დღიდან აჭარის ახალი ხელმძღვანელობა ლევან ვარშალომიძის მეთაურობით შეუდგა რეგიონის ინტენსიურ განვითარებას. რამდენიმემილიარდიანი ინვესტიციის შედეგად აჭარა ევროპის ყველაზე სწრაფად განვითარებად რეგიონად იქცა. მისი წასვლის შემდეგ ლევანის პროექტების უმრავლესობა შეჩერდა და არ დაწყებულა პრაქტიკულად არცერთი ახალი მასშტაბური პროექტი. „როიალ კარიბიანის" პორტის, ხელვაჩაურის ინდუსტრიული ზონის, ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, ხულოს სათხილამურო კურორტის შემდგომი განვითარების, მერიაში აეროპორტის გადატანის, გონიოს ხიდისა და ბათუმის ბულვარის ორჯერ გაგრძელების პროექტი, ასეულობით ტურისტული ობიექტის მშენებლობის შეჩერების შედეგად დაიკარგა ათობით ათასი სამუშაო ადგილი. ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ...

დღეს ლევანი ჩემთანაა სტუმრად. 8 ოქტომბრის საპარლამენტო და აჭარის რეგიონალურ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების შემდეგ ლევან ვარშალომიძე უნდა დაბრუნდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ და გააგრძელოს რეგიონის აღმშენებლობის საქმე", - წერს მიხეილ სააკაშვილი „facebook"-გვერდზე.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner