logo_geo
eng_logo
შსს-მ ანაკლიაში ირანის 3 მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტზე დააკავა
- +

26 აგვისტო. 2018. 15:45

 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რამდენიმე დღიანი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მიმდინარეობისას, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით ირანის რესპუბლიკის 3 მოქალაქე დააკავეს: 1997 წელს დაბადებული ა. ღ, 1992 წელს დაბადებული მ. ზ. და 1992 წელს დაბადებული ჰ. ფ. დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები იმ დროს ამოიღეს, როდესაც ისინი ნარკოტიკულ საშუალებებს მუსიკალური ფესტივალის დროს ასაღებდნენ. ჰ.ფ.-ს და ა.დ.-ს დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას კი პოლიციამ ასევე ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner