logo_geo
eng_logo
ლუკა კურტანიძე: ცილისწამება დასჯადი უნდა გახდეს!
- +

11 მაისი. 2016. 16:29



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლუკა კურტანიძემ დღევანდელ სესიაზე უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის საპასუხოდ განაცხადა, რომ ცილისწამება დასჯადი უნდა გახდეს. წიკლაურმა ბიძინა ივანიშვილი ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით გააკრიტიკა.



იმისთვის, რომ თქვენმა შვილმა, ჩვენმა შვილებმა და სრულიად საქართველომ სასიკეთო რამ მიიღოს ამ მშენებლობით, მას ეწინააღმდეგებით. როდესაც არის ცილისწამება, ვრწმუნდები, რომ ცილისწამება დასჯადი უნდა გახდეს. ბევრი თემა შესაძლოა საკამათოა, მაგრამ როდესაც ადამიანი, ერისკაცი ქვეყნისთვის იხარჯება, ეს თემა მაინც არ უნდა გავხადოთ საკრიტიკო და ერთიმეორის დამაპირისპირებელი განცხადებები არ უნდა ვაკეთოთ. ბევრი ადამიანია, მწვანე პარაზიტები და სხვადასხვა გაერთიანებები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან.
ბოლო პერიოდში მიმდინარეობს ისტერია ქვეყანაში აღმშენებლობის წინააღმდეგ. მილიარდ ლარზე მეტი იხარჯება ერთი პირის მიერ, რომ არ ვთქვათ სხვა ადამიანებზე, რომლებიც საქართველოში ინვესტიციას დებენ. გამოდიან პოლიტიკოსები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ საქართველოზე ფიქრით აღამებენ და ათენებენ და ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან მშენებლობას, აღმასვლას. პოლიტიკური ჯგუფი, პოლიტიკური უმცირესობა, რომელთა აზრებსაც წლების განმავლობაში ვითმენთ, ეწინააღმდეგება მშენებლობას. ისინი ეწინააღმდეგებიან ერთ ადამიანს, რომელმაც ამდენი შეძლო საქართველოში. ისინი საქართველოს განვითარებასთან ბრძოლაში არიან. ბევრი გამოწვევაა საქართველოში, ბევრი საკრიტიკოა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი მილიარდზე მეტ დოვლათს დებს საქართველოს განსავითარებლად. სხვა თემა შეგიძლიათ მოამზადოთ და სხვა თემით ვეპაექროთ ერთმანეთს", - განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner