დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა, რომ ყოველთვის იქ იყო, სადაც ქვეყანას სჭირდებოდა: მაშინაც, როცა მოსწონდა ხელისუფლება და მაშინაც, როცა არ მოსწონდა.
„მე ყოველთვის იქ ვიყავი, სადაც ჩემს ქვეყანას სჭირდებოდა: მაშინაც, როცა მომწონდა ხელისუფლება და მაშინაც, როცა არ მომწონდა.
ჩემი შვილი მეგობართან ერთად 2008 წლის ომში წავიდა და კონფლიქტის ზონიდან რამდენიმე ოჯახი გამოიყვანა. მე კი იმავე ღამეს დავურეკე ჩემს დაკავებაში მონაწილე ერთ-ერთ თანამდებობის პირს, რომელიც მაშინ გუბერნატორი იყო და ჩემი დახმარება შევთავაზე", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
მეჭიაურის თქმით, მისი განცხადება შვილების გახიზვნასთან დაკავშირებით არასწორად იყო ინტერპრეტირებული და მას მხოლოდ იმის თქმა უნდოდა, რომ უმაღლესი თანამდებობის პირებმა, რომლებიც სხვის შვილებს ავღანეთში და აფრიკაში ბრძოლისკენ წასვლისკენ მოუწოდებენ, თავად უნდა გაუშვან იქ საკუთარი შვილები.