შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მმართველ გუნდთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
„ეს იყო პრეზიდენტის მოსაზრება. ვფიქრობ, მას საფუძვლად ედო ის გარემოება, რომ პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის ძალაუფლებების შედარებით ახალი განაწილება არის ძალიან ახალგაზრდა. ახალი კონსტიტუცია ძალაში შევიდა სულ რამდენიმე წლის წინ. ალბათ ეს იყო ის მტკივნეული პერიოდი, რომელიც შეიძლებოდა უკეთესად გავლილიყო, მაგრამ გვაქვს ის, რაც გვაქვს. ვფიქრობ, პრეზიდენტმა, პრემიერმაც და პარლამენტის თავმჯდომარემაც დაადასტურეს თავისი ქმედითი ნაბიჯებით, რომ ეს მტკივნეული ეტაპი გავლილია და ნაბიჯები სწორად იქნა გადადგმული", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
იხილეთ პრეზიდენტის განცხადება: